Thursday, 23 March 2017

საფეხბურთო კლუბი "ბარსელონა" , აგრეთვე ცნობილია როგორც "ბარსა" (ესპ. და კატBarça—  ესპანური კლუბი , რომელიც კატალონიის ავტონომიურ ოლქში (დედაქალაქში) — ბარსელონაში მდებარეობს. კლუბი 1899 წელს  შვეიცარიელმა ფეხბურთელმა ჟოან გამპერმა დაარსა , კლუბი კატალონიის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლო გახლავთ , აღსანიშნავია , რომ კატალონია , რომელიც ესპანეთს ეკუთვნის , დიდი ხანია , რაც დამოუკიდებლობასა და ესპანეთისგან განცალკევებას ითხოვს , კატალონიელებს არ მიაჩნიათ თავი ესპანეთის ნაწილად , 1871 წლიდან დღემდე კატალონია გამალებით იბრძვის საკუთარი დამოუკიდებლოსთვის , კლუბთან დაკავშირებით ბოლო წლების განმავლობაში რამდენიმე ვერსია იყო გავრცელებული იმასთან დაკავშირებით , რომ საფეხბურთო კლუბი ბარსელონა კატალონიის დამოუკიდებლობის მიღწევის შემთხვევაში არ იქნება ესპანეთის ჩემპიონატის ( ლა ლიგის ) შემადგენლობაში. დღესდღეობით ბარსელონა ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კლუბია მთელ მსოფლიოში , ამის დასტურია კლუბის ბოლო წლების დიდი წარმატებები , კერძოდ ბარსელონა ერთადერთი კლუბია , რომელმაც 2-ჯერ მოახერხა ტრიპლეტის ( სამივე თასის : ესპანეთის ჩემპიონატის , ესპანეთის თასის, ჩემპიონთა ლიგის) მოპოვება , ასევე სულ რამდენიმე დღის წინ , კერძოდ 8 მარტს ბარსელონა ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში გახდა პირველი გუნდი , რომელმაც ისტორიული ქამბექი ( პჟსთან პირველი წაგებული მატჩის 4-0 შემდეგ , კამპ ნოუზე პარიზული კლუბი შეძლო და დაამარცხა ანგარიშით 6-1 , მსგავი რამ არც ერთს გუნდს არ გაუკეთებია.ბარსელონას მწვრთნელი გახლავთ მისი ყოფილი მოთამაშე , ესპანელი ლუის ენრიკე , რომელიც კლუბს წლის ბოლოს დატოვებს. აღსანიშნავია , რომ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი და ბევრის აზრით საფეხბურთო ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო მოთამაშე არგენტინელი ლეო მესი სწორედ ბარსელონას ღირსებას იცავს.

No comments:

Post a Comment